ირაკლი ღარიბაშვილი:  ვფიქრობ, უმცირესობის კითხვებს ამომწურავი პასუხი გავეცი

ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ, უმცირესობის კითხვებს ამომწურავი პასუხი გავეცი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ მან უმცირესობის კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა. 

როგორც პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში მისი მისვლით პარლამენტის მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

"მე არ ვიტყოდი, რომ ეს იყო იდეალური, მაგრამ მე მაქსიმალურად კორექტული ვიყავი. განსაკუთრებულად კონსტრუქციული იყო დავით ბაქრაძე და კიდევ რამდენიმე ბატონი. მე მათ მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გავეცი. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას პარლამენტისადმი. ჩემი აქ მოსვლა არის კიდევ ერთი დადასტურება ამის. მივესალმები ამ ფორმას. თუ რაიმე კითხვები არსებობდა მათი მხრიდან, ვფიქრობ, რომ ამომწურავი პასუხი გავეცი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.