ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შემუშავებაში ექსპერტები ერთვებიან

ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შემუშავებაში ექსპერტები ერთვებიან

ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შემუშავების პროცესში ექსპერტები ერთვებიან. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის მიზანია, დოკუმენტზე მუშაობის პროცესში სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ქვეყნის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შედგენაზე მუშაობა ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.