განათლების სფეროს არქივების თანამშრომელთათვის ტრენინგი მიმდინარეობს

განათლების სფეროს არქივების თანამშრომელთათვის ტრენინგი მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში განათლების სფეროს არქივების თანამშრომელთათვის ერთკვირიანი ტრენინგი მიმდინარეობს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ეროვნულ არქივში განათლების სამინისტროს სისტემის დაწესებულების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთა ერთკვირიანი ტრენინგი დღეს დაიწყო.

ღონისძიების მიზანია 2012 წელს ეროვნული არქივის მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში ჩატარებული საარქივო საქმისა და საქმისწარმოების მიმდინარეობის შემოწმების შედეგების გაცნობა და ტრენინგის მონაწილეთათვის საარქივო საქმისა და საქმისწარმოების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.

ტრენინგი სამ ეტაპად ჩატარდება (18-22 მარტი, 13 - 17 მაისი, 16 – 20 სექტემბერი), თითოეულ ეტაპში მონაწილეობას საჯარო სკოლებისა და რესურს-ცენტრების 25 წარმომადგენლი მიიღებს.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.