სტუდენტების აქციას ანდრია ურუშაძე და შოთა უტიაშვილი შეუერთდნენ

სტუდენტების აქციას ანდრია ურუშაძე და შოთა უტიაშვილი შეუერთდნენ

განათლების სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობას წინა ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი , ანდრია ურუშაძე და შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი შეუერთდნენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ანდრია ურუშაძემ განაცხადა, განათლების სამინისტროსა და აგრარული უნივერისტეტის სტუდენტების პოზიცია და აზრი ერთანეთს ემთხვევა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ აგრარულ უნივერსიტეტს უმოკლეს პერიოდში დაუბრუნდეს ავტორიზაცია, ამისთვის კი სურვილი და მონდომებაა საჭირო, რასაც ანდრია ურუშაძე იმედით უყურებს და აცხადებს, რომ ყველაფერი მალე დარეგულირდება.

რაც შეეხება შოთა უტიაშვილს, მისი განცხადებით, ის მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს აგრარული უნივერისტეტის სტუდენტების მოთხოვნას და ხელისუფლების სურვილი, რომ მოწესრიგდეს არსებული პრობლემა, ძალიან მარტივია. როგორც შოთა უტიაშვილი აცხადებს, ამისთვის კეთილი ნებაა საჭირო.

აგრარული უნივერისტეტის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარდასაჭერად "ტაბულას" მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილიც გამოჩნდა. ასევე აქვე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.