ბიძინა ივანიშვილი ევროპის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ევროპის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ცენო ცენავს და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნენად ლალოვიჩს შეხვდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატისთვის წარმოებული სამუშაოები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქართული ჭიდაობის ტრადიციებს, დღევანდელ მდგომარეობასა და ჭიდაობის სამომავლო პერსპექტივებს.

შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან ერთად ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი.