ბიძინა ივანიშვილი კომპანია

ბიძინა ივანიშვილი კომპანია "ფრონტერა საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანია საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანია "ფრონტერა საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, სტივენ ნიკანდროსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უკვე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

"ფრონტერამ" საქართველოში საქმიანობა 1997 წლიდან დაიწყო. მისი სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს.