თბილისის საკრებულოს

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები დავით უსუფაშვილს შეხვედრას სთხოვენ

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს უახლოეს მომავალში წერილს გაუგზავნიან და შეხვედრას სთხოვენ. 

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს, "პირველ რადიოში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა საკრებულოს დეპუტატების დაბარება დაკითხვაზე და ხდება მათზე ზეწოლა.

"ბოლო ორი ადმიანი, ვინც საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია დატოვა, იყო ამ რეჟიმის მუქარის მსხვერპლი. ერთს სიმამრის ფინანსურ დავალიანებზე ემუქრებოდნენ, მეორის მეუღლის სამსახურდან დათხოვნით, რომელიც შსს-ში მუშაობს", – აცხადებს ვაშაძე.

მისი თქმით, დავით უსუფაშვილთან საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეკითხვები ექნებათ ზეწოლის იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც მათ მიმართ ხორციელდება.

"პარლამენტის თავმჯდომარე პირადად უნდა ჩაერთოს ამ პრობლემის გადაწყვეტაში და საკრებულოს წევრებს უნდა მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება", – აცხადებს ვაშაძე.