გარდაბნის გამგეობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გარდაბნის გამგეობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გარდაბნის გამგეობასთან ამ დროისთვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს გამგეობის შენობა პიკეტირებული აქვთ. გამგეობის შენობის შესასვლელს იცავს პოლიცია. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ათეული სამართალდამცავი. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ, თანამდებობა დატოვოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზვიად ეპიტაშვილმა და გამგებლად დაინიშნოს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი გელა ხუციშვილი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკვე 6 თვეა, რაც გარდაბნის გამგეობა პარალიზებულია და გამგებელი მხოლოდ ხელფასს იღებს, საქმეს კი რეალურად არ აკეთებს.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი შელაპარალება მოხდა. პოლიცია გამგეობის შენობის შესასვლელს იცავს, აქციის მონაწილეებს კი პიკეტი აქვთ გაკეთებული და არ აძლევენ არავის საშუალებას, გამგეობის შენობაში შევიდნენ ან გამგეობის შენობა დატოვონ.