თბილისში ტაქსის მძღოლს ყელი გამოჭრეს

თბილისში ტაქსის მძღოლს ყელი გამოჭრეს

თბილისში წუხელ, გვიან ღამით ტაქსის მძღოლს ყელი გამოჭრეს. შემთხვევა პეტრე-პავლეს სასაფლაოზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი მესაფალავემ იპოვა. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას ცივი იარაღით დაზიანებული აქვს სახე და ყელი აქვს გამოჭრილი. მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, უცნობია ასევე არსებობენ თუ არა მკვლელობაში ეჭვმიტანილები.

ამჟამად შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს ასევე ავტომანქანის დათვალიერება.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აძღრული.