ბაღდათის რაიონს ახალი გამგებელი ჰყავს

ბაღდათის რაიონს ახალი გამგებელი ჰყავს

ბაღდათის რაიონს ახალი გამგებელი ჰყავს. საკრებულომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ხმათა უმრავლესობით ბაღდათის გამგებლის თანამდებობაზე მევლუდ კიკნაველიძე აირჩია. 

მევლუდ კიკნაველიძე კოალიცია "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი იყო. კონკურსი საკრებულომ რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, ბოლო ორი თვეა, ბაღდათის რაიონის გამგებლის თანამდებობა ვაკანტური იყო.

აღნიშნული თანამდებობა არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით აბაშიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ბაღდათის 25-კაციან საკრებულოში ახალ გამგებელს მევლუდ კიკნაველიძეს მხარი დაუჭირეს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალურმა მოძრაობის" ფრაქციებმა, კიკნაველიძემ მხარდაჭერა მხოლოდ "ქრისტიან-დემოკრატებისგან" ვერ მიიღო.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ბაღდათის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ახალი გამგებლის არჩევა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ერთობლივი გარიგების საფუძველზე მოხდა.