თბილისში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაა დაგეგმილი

თბილისში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაა დაგეგმილი

თბილისში, 19 მარტს საქართველო-ევროკავშირის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მესამე სხდომაა დაგეგმილი. 

ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სხდომა დეპარტამენტის დირექტორების დონეზე გაიმართება.

"სხდომაზე განხილული იქნება ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ სფეროებში განხორციელებული რეფორმები და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.