რექტორი:  თუ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ გაუქმდება, აგრარულ უნივერსიტეტს საფრთხე დაემუქრება

რექტორი: თუ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ გაუქმდება, აგრარულ უნივერსიტეტს საფრთხე დაემუქრება

აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე იმედოვნებს, რომ ავტორიზაციის საბჭო უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გააუქმებს. მისი შეფასებით, აუცილებელია, რომ საბჭოს სხდომა ამ კვირაში ჩაინიშნოს.

"ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება საბჭოს წინა დადგენილების გაუქმება იქნება", - აცხადებს გოცირიძე.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საბჭო თავის გადაწყვეტილებას გააუქმებს, აგრარული უნივერსიტეტი გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. "ეს იყო ერთკვირიანი კოშმარი", - ამბობს გოცირიძე.
რექტორმა ასევე განმარტა, თუ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ გაუქმდება, აგრარულ უნივერსიტეტს საფრთხე დაემუქრება.

"აგრარულ სფეროში ერთი თაობით ამოვარდნა მოხდება", - ამბობს გოცირიძე.

მისივე თქმით, სტუდენტები ავტორიზაციის დაბრუნების მოთხოვნით აქციების გაგრძელებას მანამდე აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ამასთან, 16 მარტს აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა.

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 15 მარტს, საღამოს შემოვიდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კორესპონდენცია. სადაც ჩანს, რომ ხარვეზი გამოსწორებულია. ახლა, წინ გვაქვს ავტორიზაციის პროცედურები. ცენტრი ორშაბათიდან მზადაა მუშაობა დაიწყოს უნივერსიტეტთან ერთად ამ პროცედურებზე, რომ შეუფეხებლად და ეფექტურად წარიმართოს

პროცესი", - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.