ლევან ვასაძე:  აუცილებელია, სააკაშვილის გუნდი გასამართლდეს

ლევან ვასაძე: აუცილებელია, სააკაშვილის გუნდი გასამართლდეს

აუცილებელია, სააკაშვილის გუნდი გასამართლდეს, როგორც რეპრესიული, ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც კანონის ფეხქვეშ გათელვით ქვეყანა გააუბედურა , - ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძე "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს. 

მისივე თქმით, "ყოფილი რეჟიმის დამნაშავე ინდივიდების" სამართლებრივი დევნა აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი.

"ეს უნდა მოხდეს ჰიტლერის, პინოჩეტის, გალტიერის, ბინიონეს და სხვათა რეჟიმების სასამართლო პროცესების მსგავსად... მე პირადად, როგორც ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან და სტუდენტობიდან ახლოს ვიცნობ მმართველი რეჟიმის ელიტის უმრავლესობას, ძალიან მიჭირს ასეთი რამის თქმა, მაგრამ ვთვლი, რომ მორალური არჩევანი აღარ დამრჩა. ეს განსაცდელი ქართველებმა ჩვენი ცხოვრებით დავიმსახურეთ", - აცხადებს ლევან ვასაძე.

ბიზნესმენთან ვრცელი ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.