"112" მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "112"-იდან აცნობეს
,იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში სინოპტიკოსები სამი დღის განმავლობაში ამინდის მკვეთრ გაუარესებას და ძლიერ ქარებს პროგნოზირებენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტი, დირექტორის, გიორგი ბიჭაშვილის განკარგულებით, სრულ მზადყოფნაშია, იმუშაოს განსაკუთრებულ რეჟიმში.

ამის მიზანია, "112"-ის სადისპეტჩერომ ოპერატიულად მიიღოს ზარები და განახორციელოს ზარების დროული დისპეტჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით.