აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენაზე მუშაობა, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება

აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენაზე მუშაობა, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება

აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენაზე მუშაობა, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება. აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 15 მარტს, საღამოს შემოვიდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კორესპონდენცია. სადაც ჩანს, რომ ხარვეზი გამოსწორებულია. ახლა, წინ გვაქვს ავტორიზაციის პროცედურები. ცენტრი ორშაბათიდან მზადაა მუშაობა დაიწყოს უნივერსიტეტთან ერთად ამ პროცედურებზე, რომ შეუფეხებლად და ეფექტურად წარიმართოს პროცესი", - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.