რუსეთს დღეს ქართველი ბიზნესმენების დელეგაცია ეწვევა

რუსეთს დღეს ქართველი ბიზნესმენების დელეგაცია ეწვევა

რუსეთს დღეს ქართველი ბიზნესმენების დელეგაცია ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ექსპო ჯორჯიაში" რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში პროდუქტის გატანის თაობაზე სურვილი მინერალური წყლისა და ალკოჰოლური სასმელების 90-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა, 40-მა კომპანიამ უკვე მიაღწია შეთანხმებას და რუსულ ბაზარზე მათ პროდუქციის შეტანა უკვე შეუძლიათ.

პრემიერის ინფორმაციით, დღეს რუსეთს ქართველი ბიზნესმენების მეორე დელეგაცია ეწვევა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთში საკუთარი პროდუქციის გატანის საშუალება დარჩენილ კომპანიებსაც მიეცემათ.

ამავდროულად, როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთში არა მხოლოდ წყლისა და ალკოჰოლური სასმელების შეტანა იქნება შესაძლებელი და ქართული მხარე უკვე მუშაობს, რათა იქ სასოფლო სამეურნეო პროდუქტის შეტანაც გახდეს შესაძლებელი.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რომ ქართულ ბაზარზე საქართველოში წარმოებული ჯანსაღი პროდუქციის მაქსიმალური რაოდენობა დაბრუნდეს.