ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ "ევროპის სახალხო პარტიასა" და საქართველოს მთავრობას შორის ბრძოლა ინსპირირებულია".
ამის შესახებ არეშიძემ "ევროპის სახალხო პარტიის" 14 მარტის დეკლარაციისა და მის მიმართ საქართველოს მთავრობის საპასუხო წერილის კომენტირებისას განაცხადა.
"მე ვთვლი, რომ ეს არის ინსპირირებული ბრძოლა. წერილი, რომელიც "სახალხო პარტიის" წევრმა 23 ევროპარლამენტარმა გამოაგზავნა, არ არის მათი დაკვირვებისა და მონიტორინგის შედეგად ჩამოყალიბებული აზრის ფურცელზე გადმოტანა. ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის"
მიერ მიწოდებული დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი წერილი", - განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაცია 14 მარტს გამოქვეყნდა. დეკლარაციას საქართველოს მთავრობამ დღეს ვრცელი წერილით უპასუხა.