ზაქარია ქუცნაშვილი:

ზაქარია ქუცნაშვილი: "არანაირი საფუძველი იმისა, რასაც "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები წერენ, არ არსებობს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, "არანაირი საფუძველი იმისა, რასაც "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები წერენ, არ არსებობს".

ამის შესახებ ქუცნაშვილმა "ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაციისა და საქართველოს მთავრობის საპასუხო წერილის კომენტირებისას განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობა" პარტიულ სისტემას კვლავ იყენებს თავისი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. ადრე ამას იყენებდა, როგორც მმართველი პარტია, დღეს კი ევროპელი დეპუტატების, ანუ "სახალხო პარტიის" წევრების საშუალებით იმისათვის, რომ ქვეყანას და მის ახალ ხელისუფლებას იმიჯი შეულახოს. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ქვეყნის და ხელისუფლების გაიგივების. მიმაჩნია, რომ ერთი სხვაა და მეორე სხვა, თუმცა, ამ შემთხვევაში ასევე მიმაჩნია, რომ არანაირი საფუძველი იმისა, რასაც "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები წერენ, არ არსებობს", - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ "ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაცია 14 მარტს გამოქვეყნდა. დეკლარაციას საქართველოს მთავრობამ დღეს ვრცელი წერილით უპასუხა.