დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ

დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ჯავახეთის ქ. #68-ში კომპაქტურად ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ. 

სამედიცინო აქციის ფარგლებში, აღნიშნულ ობიექტში ჩასახლებულმა 100-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა უფასო სამედიცინო მომსახურება გაიარა.

დევნილებმა თერაპევტის, პედიატრის, ექიმი-სპეციალისტების (კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი), კონსულტაციები მიიღეს. ამასთან, მათ ულტრასონოგრაფიული, ელექტროკარდიოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევებიც ჩაუტარდათ.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ჰუმანიტარული დახმარებაც გადასცა. ყველა მათგანმა საჭიროებისამებრ უფასო მედიკამენტები და წნევის საზომი აპარატი მიიღო.

სამედიცინო-პროფილაქტიკურ გასინჯვებს მთელი დღის განმავლობაში დევნილთა პოლიკლინიკის ექიმები ატარებდნენ.