თენგიზ შერგელაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

თენგიზ შერგელაშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი 19-22 მარტს მონაწილეობას მიიღებს სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში - "ევროპის კრიზისი - გამოწვევები ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიისთვის". 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, თენგიზ შერგელაშვილი კონგრესის სესიას სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრება. სესიის გახსნის დღეს - 19 მარტს საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობა განიხილება. მინისტრის პირველი მოადგილე სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოში არსებულ ვითარებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ვრცელ მოხსენებას გააკეთებს.

თენგიზ შერგელაშვილს ევროსაბჭოში მაღალი დონის შეხვედრებიც ექნება. 18 მარტს მინისტრის პირველი მოადგილე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიონ იაგლანდს და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტს ჰერვიგ ვან სტაასს შეხვდება.
თენგიზ შერგელაშვილის ვიზიტი სტრასბურგში 22 მარტს დასრულდება.