აჭარის საგანგებო სიტუაციების სააგენტო ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა

აჭარის საგანგებო სიტუაციების სააგენტო ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა

აჭარაში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელია ზღვაში შტორმები და ქარბორბალები, რის გამოც საგანგებო სიტუაციების სააგენტო მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული.

"სააგენტოში შემოსული ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღეიდან გაუარესდება ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით აჭარაში. მოსალოდნელია ზღვაში შტორმები, შეიძლება ქარბორბალებიც. ასევე, თოვლი, ქარი და წვიმები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი სააგენტო გადასულია მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზე. მუშაობის საგანგებო რეჟიმი ალბთ სამ დღეს გაგრძელდება", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

ამინდის ცვლილების გამო, ბათუმის იახტკლუბიც საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.