გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება

გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება

გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ განახლდება . 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბარათელის ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ აცნობა, პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. კერძოდ, ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლი ორთაჭალის #1 საპყრობილის თანამშრომლებს მოუსმენს, რომლებიც აცხადებენ, რომ ბარათელმა თანასაკნელს საპატიმროს დერეფანში ზურგში "შტირი" ჩაარტყა, შემდეგ გაიქცა და "შტირი" დერეფანში დააგდო.

"ბრალდების მხარის მთავარ მტკიცებულებაზე - ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ ფირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზა ჩაატარა და "შტირის" ჩარტყმის ფაქტი არ დაადასტურა. საქმის მასალების მიხედვით, ე.წ შტირზე ბარათელის თითის ანაბეჭდები არ არის. გამოძიების დროს ბარათელის 18-ვე თანასაკნელი დაიკითხა. მათგან მხოლოდ ერთი - ადამ ზარიძე ირწმუნება, რომ "შტირი" ბარათელმა თანასაკნელ ჭონიაშვილს ზურგში ჩაარტყა. ეს მოწმე თავიდან ფიქრობდა, რომ ბარათელმა თანასაკნელ ჭონიაშვილს მუშტი ჩაარტყა, მაგრამ შემდეგ დაასკვნა, რომ ეს მუშტი კი არა "შტირი" ყოფილა", - აცხადებს მამუკა ნოზაძე.

იორგი ბარათელს ბრალად ედება უკანონო ნივთის - ე.წ შტირის შენახვა- მოხმარება, რისთვისაც მას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. ბარათელის საქმეს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი განიხილავს.