რუსეთიდან საქართველოში

რუსეთიდან საქართველოში "კრიმინალური ავტორიტეტის" დეპორტაცია განხორციელდა

რუსმა სამართალდამცველებმა საქართველოში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ჯემალ მამოიანის, მეტსახელად "ჯეკო ტბილისკის" დეპორტაცია განახორციელეს , - ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით იუწყება.

მამოიანი სასჯელს მაგადანში იხდიდა. რუსეთში ის შვიდი წლის წინ, მკურნალობის მოტივით ჩავიდა, რომელიც 2009 წელს დააპატიმრეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
რუსეთის შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრეი პილიპჩუკის ინფორმაციით, მამოიანმა არაერთხელ სცადა საპატრიმრო დაწესებულებაში ვითარების დესტაბილიზაცია, რის შედეგადაც, საქართველოში მისი დეპორტაცია გადაწყდა.

რუსული მედიის ცნობით, 34 წლის მამოიანი დაქორწინებულია "დედ ჰასანთან" დაახლოებული ასევე "კანონიერი ავტორიტეტის" ქალიშვილზე.