საპარლამენტო უმცირესობა ხვალ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდება

საპარლამენტო უმცირესობა ხვალ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდება

საპარლამენტო უმცირესობა ხვალ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდება. უმცირესობის სხდომა, რომელიც ღარიბაშვილთან შეხვედრას ეძღვნება, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 15:00 საათისთვის დაინიშნა . 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, პირველ რიგში მათი ინტერესი კრიმინოგენურ ვითარებას ეხება და მინისტრისგან ელიან პასუხს, თუ რას აკეთებს ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ფიქსირდება კანონდარღვეის ფაქტები თავად პოლიციელთა მხრიდან, ხოლო უმცირესობას რეაგირების შესახებ მინისტრისგან პასუხის მოსმენა სურს. ამ კონტექსტში დარჩიაშვილმა თენგიზ გუნავასთან დაკავშირებული ეპიზოდიც გაიხსენა.

გარდა ამისა, როგორც დარჩიაშვილი აცხადებს, მათთვის საინტერესოა, რა პრინციპით ხორციელდება შსს-ში საკადრო პოლიტიკა. "მე ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილს სადეპუტატო კითხვაც გავუგზავნე, თუმცა, მასზე პასუხი ჯერ არ მიმიღია", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

უმცირესობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრისის ერთ-ერთი მთავარი თემა 8 თებერვალს, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარი ინციდენტიც იქნება.