ეკომიგრანტებმა პროტესტის ნიშნად წალკა დატოვეს

ეკომიგრანტებმა პროტესტის ნიშნად წალკა დატოვეს

ეკომიგრანტებმა პროტესტის ნიშნად წალკა დატოვეს და აჭარაში დაბრუნებას გეგმავენ. ამ დროისთვის მიკროავტობუსები, რომლებშიც ეკომიგრანტები იმყოფებიან, თბილისის შესასვლელთან დგანან. 

ეკომიგრანტები გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე ყვებიან და თავშესაფარს აჭარის მთავრობისგან მოითხოვენ. ამასთან, ეკომიგრანტები აცხადებენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან წალკაში დაბრუნებას, თუ გამგებელი თანამდებობას დატოვებს:

"არ დაგვედგომება წალკაში, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გამგებელი "ქართული ოცნებიდან" უნდა დაინიშნოს, ასევე პარტიის თავმჯდომარეც. "ნაციონალების" მთლიანი ხროვა არის გამგეობაში. 30 ოჯახი უკვე გამოასახლეს და იგივე ბედი გველოდება ჩვენც. ამიტომაც შევუერთდებით მათ. თანდათან, ყოველდღე დავტოვებთ წალკას", - აცხადებს წალკის მცხოვრები ზურაბ ბაგრატიონი.