ირაკლი ოქრუაშვილის პასუხი არჩილ კბილაშვილს

ირაკლი ოქრუაშვილის პასუხი არჩილ კბილაშვილს

საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე შესაძლოა მთავარი პროკურორისათვის უცნობია ასეთი გამოძიების შესახებ, მაგრამ ფაქტია რომ გასულ კვირას მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამომძიებელ გიორგი მუჯირის მიერ დავიკითხე როგორც მოწმე. დაკითხვისას ამოსაცნობად წარმომედგინა თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული რამდენიმე საუბარი, განხორციელებული ე.წ. სკაიპის მეშვეობით, რომლებიც განხორციელდა ჩემს მიერ საფრანგეთიდან, ჩემი კომპიუტერით, გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში. ანალოგიურ საქმეზე ორი დღის წინ დაიკითხა ჩემი ბიძაშვილი იოსებ გიგუაშვილი და მასაც წარედგინა ასეთი საუბრები ამოსაცნობად.

ბოლო საუბარი რომელიც წარმოგვედგინა ორივეს, დათარიღებული გახლდათ 2012 წლის 11 ნოემბრით. თუ ეს ყველაფერი მომეჩვენა და სინამდვილეს არ შეესაბამება, მთავარ პროკურატურას ვთხოვ, გამოაქვეყნოს ჩემი დაკითხვის ოქმი, რაც ნათელს მოჰფენს ყველაფერს.