ეკა ბესელია მის ვაჟთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

ეკა ბესელია მის ვაჟთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მის ვაჟთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. 

როგორც ეკა ბესელიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მისი ვაჟი მართლაც იმყოფებოდა "სითი კლუბში" მეგობრის დაბადების დღეზე, თუმცა იქ არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.
"ცრუ ინფორმაცია იყო გავრცელებული", – აცხადებს ბესელია.

მისივე თქმით, "სითი კლუბში" მართლაც მოხდა რაღაც კამათი, თუმცა სხვა სტუმრებს შორის.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკა ბესელიას ვაჟი რატი მილორავა დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის შვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც შეხლა-შემოხლა მოხდა და ბესელიას შვილმა ერთ-ერთი ადამიანი დაჭრა.