გიგი უგულავამ საბურთალოსა და დიდუბის ახალი გამგებლები წარადგინა

გიგი უგულავამ საბურთალოსა და დიდუბის ახალი გამგებლები წარადგინა

თბილისის მერმა გიგი უგულავამ საბურთალოსა და დიდუბის რაიონების ახალი გამგებლები წარადგინა. 

როგორც უგულავამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დიდუბის გამგეობას ლევან მხეიძე უხელმძღვანელებს, საბურთალოს გამგებლად კი - მთავრობის ყოფილი საპარლამენტი მდივანი გია ხუროშვილი დაინიშნა.

უგულავამ აღნიშნა, რომ ფუნდამეტურად მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება განახლება და საქმეში ახალი კადრები ერთვებიან.

"დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს მიზანს წარმოადგენს არა მარტო ასფალტის თუ სხვა კეთილმწყობის საკითხების მოგვარება. დღეს, როგორც არასდროს, პირველ მიზანს წარმოადგენს მოვუსმინოთ, თითოეულ უბანში, თითოეულ თბილისელს, გავიზიაროთ მათი სატკივარი, პრობლემები", - აღნიშნა უგულავამ

ამასთან, დედაქალაქის მერმა საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის პრინციპების შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ზოგადია, რიგი მიმართულებები ობიექტურად საინტერესოა, თუმცა ყველაფერი საჭიროებს მნიშვნელოვანს კონსულტაციებს.

"მე კატეგორიულად არ ვიზიარებ პოზიციას, რომ თბილისის მერი 2014 წლიდან აღარ იყოს პირდაპირ არჩევითი. არ ვიცი, რა ლოგიკას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება", - დასძინა უგულავამ.