ჩიორა თაქთაქიშვილი - ივანიშვილი ბენდუქიძეზე შურისძიებისთვის განათლების სამინისტროს იყენებს

ჩიორა თაქთაქიშვილი - ივანიშვილი ბენდუქიძეზე შურისძიებისთვის განათლების სამინისტროს იყენებს

ჩიორა თაქთაქიშვილი:  ივანიშვილი ბენდუქიძეზე შურისძიებისთვის განათლების სამინისტროს იყენებსსაპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კახა ბენდუქიძეზე შურისძიებისთვის განათლების სამინისტროს იყენებს. ამის შესახებ ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ გაუუქმდა აგრარულ უნივერსიტეტს აკრედიტაცია.

"როდესაც აგრარულ უნივერსიტეტს პირველად მისცეს აკრედიტაცია, მაშინ ინფრასტრუქტურა იყო სრულიად განადგურებული, ახლა კი ის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უნივერსიტეტია და მისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევა სრული უკანონობაა", - აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.

მისივე განცხადებით, სტუდენტებმა კარგად აჩვენეს საკუთარი ძალა. დეპუტატის განცხადებით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ახალ მთავრობას არ აინტერესებს ახალგაზრდების განათლებისა და სწავლის ბედი.

"გაურკვეველია, რატომ არ უნდათ, რომ არსებობდეს აგრარული უნივერსიტეტი, თუ არა ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა", - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.

მისივე თქმით, ახალ ხელისუფლებას არ აინტერესებს სოფლის მეურნეობა და ამიტომ სპობს აგრარულ განათლებას.