საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ბუქარესტში რუმინეთს დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ბუქარესტში რუმინეთს დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის გადამწყვეტ მატჩში დღეს ბუქარესტში რუმინეთს დაუპირისპირდება. დღეს ერთა თასის 2013 წლის ბოლო მატჩია , ორივე გუნდი კი, ჯგუფში 17-17 ქულით ლიდერობს გათამაშებას.

შეხვედრა თბილისის დროითი 17.00 დაიწყება და ტრანსლაციის ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით იქნება შესაძლებელი.

დღესვე ტრადიციულად გათამაშდება 2002 წელს დაწესებული ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასი, რომელიც შარშან საქართველოს ნაკრებმა მეექვსედ მოიგო.

გუნდების განაცხადაში შემდეგი მორაგბეები არიან: საქართველო: 15.ლაშა ხმალაძე, 14.ირაკლი მაჩხანელი (კაპ), 13.თედო ზიბზიბაძე, 12.მერაბ შარიქაძე, 11.თამაზ მჭედლიძე, 10.მერაბ კვირიკაშვილი, 9.გიორგი ბეგაძე; 1.ვასილ კაკოვინი, 2.ჯაბა ბრეგვაძე, 3.დავით ზირაქაშვილი, 4.გიორგი ჩხაიძე, 5.კონსტანტინე მიქაუტაძე, 6.ვიტო კოლელიშვილი, 7.მამუკა გორგოძე, 8.დიმიტრი ბასილაია.

სათადარიგოები: 16.იური ნატრიაშვილი, 17.ზურაბ ჟვანია, 18.დავით ქუბრიაშვილი, 19.ლევან დათუნაშვილი, 20.შალვა სუთიაშვილი, 21.ვაჟა ხუციშვილი, 22.დავით კაჭარავა, 23.ბექა წიკლაური
რუმინეთი: 15.კატალინ ფერკუ, 14.ადრიან აპოსტოლი, 13.რობერტ დესკალუ, 12.ფლორიან ვლაიკუ, 11.ადრიან მატეი, 10.იონუც დიმოფტე, 9.ფლორინ სურუჯიუ; 1.მიჰაი ლაზარი, 2.ანდრეი რადოი, 3.პაულიცა იონი, 4.ვალი ურსაჩე, 5.მარიუს სირბე, 6.ვიორელ ლუკასი, 7.მიჰაი მაკოვეი (კაპ), 8.დანიელ კარპო.

სათადარიგოები: 16.ანდრეაი ურსაჩე, 17.ევგენ კაპატანა, 18.ჰორაციუ პუნგეა, 19.ალინ კოსტე, 20.ალექსანდრ მიტუ, 21.სიპრიან კაპლესკუ, 22.ქსაბალ გალი, 23.იონუც ნიაკსუ
მთავარი მწვრთნელი: ლინ ჰოულისი (უელსი).