საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ

საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ

საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზეთში დაღუპულ გმირებს დღეს პატივს მიაგებენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები , ასევე, თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და ქვეყნისთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს 1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს. 20 წლის წინ ქართულმა არტილერიამ ყველაზე დიდი მასშტაბის იერიში მოიგერია და სოხუმი დაცემისგან იხსნა, რაც სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერებისთვის დიდ დამარცხებად იქცა.

სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით დღეს, 12:00 საათზე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ, 14:00 საათზე, მ. ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრ "მუზა"-ში საბრძოლო ოპერაციის მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყობა, 19:00 საათზე კი, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრების მოსახსენიებელი პარაკლისი ჩატარდება.