17 მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა

17 მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა

17 მარტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.

როგორც "პირWელს" გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტიდან აცნობეს, საქართველოს ტერიტორიაზე ევროპაში ჩამოყალიბებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები იწყებს გავრცელებას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. ბარში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი, ხოლო მთაში - თოვლი. დაუბერავს დასავლეთის ძლიერი ქარი, რომლის ძალამაც აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე მტკვრის ხეობასა და თბილისში შეიძლება 30 მ/წმ-ში მიაღწიოს.

18-19 მარტს სინოპტიკოსები ყინვასაც არ გამორიცხავენ.

სინოპტიკოსთა ვარაუდით, 19 მარტიდან პროცესი დასრულდება და ტემპერატურა კვლავ მოიმატებს.