თურქეთის მოქალაქემ საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის მალულად შემოტანა სცადა

თურქეთის მოქალაქემ საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის მალულად შემოტანა სცადა

თურქეთის მოქალაქე შ.-ს-მ დღეს, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთიდან საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის მალულად შემოტანა სცადა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. 

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბაჟო კონტროლის შედეგად გამოვლენილი ნივთმტკიცება, თანდართული საქმის მასალებით, კრიმინალურ პოლიციეს გადასცეს.