სტუდენტების აქცია დასრულდა

სტუდენტების აქცია დასრულდა

განათლების სამინისტროს შენობასთან სტუდენტების აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილ სტუდენტებს განუცხადეს, რომ ორშაბათს, 16:00 საათზე განათლების სამინისტროსთან კვლავ შეიკრიბებიან და დაელოდებიან პასუხს მათ მიერ სამინისტროში დღეს შეტანილ დოკუმენტებთან და პეტიციასთან დაკავშირებით. 

სტუდენტების მოთხოვნა ორშაბათსაც უცვლელი იქნება. ისინი მოითხოვენ განათლების მინისტრისგან, უშუამდგომლოს მათ ავტორიზაციის საბჭოსთან, რათა გაუქმდეს აგრარული უნივერსიტეტის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება.

ამ დროისთვის უზნაძის ქუჩაზე მოძრაობა აღდგენილია. სტუდენტებს ქუჩის გადაკეტვის შესახებ სანქცია დღეს, 19:00 საათამდე ჰქონდათ. ამიტომ ქუჩის გადაკეტვის გამო რაიმე ექსცესი არ მომხდარა. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები განათლების სამინისტროს პერიმეტრზე იდგნენ და აქციის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ.