თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 171.6 მლნ ლარი შეადგინა

თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 171.6 მლნ ლარი შეადგინა

2013 წლის თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 103.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 171.6 მლნ ლარი შეადგინა. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 7.5 მლნ აშშ დოლარით (12.5 მლნ ლარით), ანუ 7.9 პროცენტით მეტია 2012 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.3 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 90.1 პროცენტი მოდიოდა. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით პირველ ადგილზეა რუსეთი, ხოლო ხუთეულში არიან - საბერძნეთი, იტალია, აშშ და უკრაინა.

2013 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 10.8 მლნ აშშ დოლარი (17.9 მლნ ლარი) გაიგზავნა, გასული წლის თებერვალში გაგზავნილი 7.5 მლნ აშშ დოლარის (12.5 მლნ ლარი) ნაცვლად.