ზვიად ძიძიგურმა და ბიძინა გიორგობიანმა სტრასბურგში შეხვედრები გამართეს

ზვიად ძიძიგურმა და ბიძინა გიორგობიანმა სტრასბურგში შეხვედრები გამართეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა და "კონსერვატიული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა სტრასბურგში ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრები გამართეს.

შეხვედრები ევროპარლამენტში ფრაქცია "კონსერვატორებისა და რეფორმატორების" ხელმძღვანელ პირებთან შედგა, ასევე პარლამენტის წევრებთან დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ლატვიიდან.

ქართველმა და ევროპელმა კონსერვატორებმა ღიად გამოხატეს ურთიერთთანამშრომლობისა და პარტნიორობის სურვილი და თანამშრომლობის სამომავალი პერსპექტივები განიხილეს.

ზვიად ძიძიგურმა და ბიძინა გიორგობიანმა ევროპელ კონსერვატორებს საქართველოს მთავრობის საქმიანობის 100 დღიანი ანგარიში გააცნეს, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების წინაშე მდგარ მთვარ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
კონსერვატორი ევროპარლამენტარები საქართველოს ახლო მომავალში ეწვევიან.