ქონების რეგისტრაციის სამართლებრივ საკითხებზე სემინარი ჩატარდა

ქონების რეგისტრაციის სამართლებრივ საკითხებზე სემინარი ჩატარდა

სასტუმრო "რადისონში", დღეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ქონების რეგისტრაციის სამართლებრივ საკითხებზე სემინარი ჩატარდა. 

სემინარს შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრის და მიწის რეგისტრაციის სააგენტოს (Lantmateriet) განვითარების დირექტორი, იურისტი მატს სნელი უძღვებოდა, რომელმაც სააგენტოს თანამშრომლებს უძრავი ქონების რეგისტრაციის შვედური მოდელი გააცნო.

სემინარის ბოლოს დისკუსია გაიმართა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს მოსაზრებები და იმსჯელეს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე.

სემინარი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება და გაუმჯობესებული მომსახურების" პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა.