აკაკი მინაშვილი:  ძალადობრივი მეთოდებით უმრავლესობასთან შეთანხმება ვერ მოხერხდება

აკაკი მინაშვილი: ძალადობრივი მეთოდებით უმრავლესობასთან შეთანხმება ვერ მოხერხდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი მინაშვილის განცხადებით, ძალადობრივი მეთოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე უმრავლესობასთან შეთანხმება ვერ მოხერხდება. 

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობას" თანამშრომლობა უმრავლესობასთან ორიენტირებულია გახსნილობაზე, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის შემტევითი, აგრესიული. ასეთი ურთიერთობა კი, ივანიშვილის თქმით, ქვეყნის სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს.

ამასთან, მინაშვილი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ თავს გაინადგურებს და აღნიშნა, რომ პრემიერის ეს განცხადება შეიცავს მუქარის ტონს.

"ხელის გადაწევის მეთოდით საუბარი "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ჯგუფთან მიუღებელია და იგი ხელს არ შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილის თითოეულ პრესკონფერენცია არის იმაზე საუბარი, რომ რაღაც დანაპირებს აღარ ან ვეღარ შეასრულებენ. დეპუტატმა კითხვით მიმართა უმრავლესობას, თუ სად არის დაპირებული იპოთეკური სესხების პრობლემის მოგვარება, საწვავზე ფასების გაიაფება, ენერგორესირსებზე გადასახადების განახევრება.

მინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის განცხადებით, მიწები რეესტრში გატარებული არ არის, რის გამოც ვერ ხერხდება ვაუჩერიზაცია და უამრავი გლეხი ვერ მიიღებს ვაუჩერს.