ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "ოლეგ იაძემ განაცხადა, მე პატარა ბიძინა ვარო, ჯერ დიდი რას აკეთებს, რომ ასეთი რამ დავიბრალოთ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "კასპის გამგებელი ოლეგ იაძე კარგი პიროვნებაა".

ამის შესახებ ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ოლეგ იაძემ ნამდვილად განაცხადა, რომ მე პატარა ბიძინა ვარო, ჯერ დიდი რას აკეთებს, რომ პატარამ გააკეთოს, რომ ასეთი რამ დავიბრალოთ. მე მას ვიცნობ და კარგ პიროვნებად მიმაჩნია, ძალიან კაცურად მოიქცა არჩევნების პროცესში. უბრალოდ მას პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, ალბათ, ამ საკითხის დარეგულირება უახლოეს მომავალში მოხდება", - განაცხადა ივანიშვილმა.