სტუდენტები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენამდე აქციებს გამართავენ

სტუდენტები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენამდე აქციებს გამართავენ

სტუდენტები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენამდე პერმანენტულ აქციებს გამართავენ, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აგრარული უნივერსიტეტისა და ”თავისუფალი უნივერსტიტეტის” სტუდენტებმა, ილია ბიძინაშვილმა და ირაკლი კიკნაველიძემ განაცხადეს. 

”თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტის, ირაკლი კიკნაველიძის თქმით, განათლების მინისტრსა და სტუდენტებს შორის გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება არ შედგა. იგი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა კითხვებზე პასუხი ვერ გასცა და მინისტრი შევარდნაძის მეთოდებით ხელმძღვანელობს - კერძოდ. "ხალხში გადის და იქ არეულობის შეტანას ცდილობს".

მისი თქმით, სტუდენტებმა იურისტებთან ერთად შეაგროვეს დოკუმენტები, რომლითაც ისინი ავტორიზაციის გაუქმების 7 არგუმენტს აბათილებენ. ამ დოკუმენტებს სტუდენტები განათლების სამინისტროს სამდივნოში დღეს დღის ბოლომდე შეიტანენ.

ამასთან, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა ილია ბიძინაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის აღდგენამდე პერამანენტულად აქციებს გამართავენ.

აქცია ხვალ, 14:00 საათზე განათლების სამინისტროს წინ გაიმართება.