ბიძინა ივანიშვილი - მთავრობა ყოფილ ხელისუფლებასთან სრულფასოვან კოჰაბიტაციას ვერ ახერხებს

ბიძინა ივანიშვილი - მთავრობა ყოფილ ხელისუფლებასთან სრულფასოვან კოჰაბიტაციას ვერ ახერხებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მთავრობა ყოფილ ხელისუფლებასთან სრულფასოვან კოჰაბიტაციას ვერ ახერხებს. 

"ჩვენ ვერ ვახერხებთ სრულფასოვან კოჰაბიტაციას, ახალი სიტყვა მეც ვისწავლე, თანაარსებობას ყოფილი ხელისუფლებასთან. ევროპელებსა და ამერიკელებთან, მე მგონი, ამ კუთხით დავაბალანსეთ სიტუაცია და ნახავთ გარდატეხას. დღეს გამოქვეყნდება ჩემი წერილი, რომლითაც ღიად მივმართავ "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორ "სახალხო პარტიას" და მას ვუხსნი საქართველოში არსებულ რეალობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ამასთან, მისივე განმარტებით, მაშინ, როცა საქართველო სამართლიანობის აღდგენის მოლოდინია, ევროპაში ჭარბობს სურვილი, რომ ახალმა და ყოფილმა ხელისუფლებამ "ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს".

"თუ საქართველოში არის მოლოდინი და განცდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ახდეს სამართლიანობა, ევროპაში ჭარბობდა და დღესაც შეიძლება არის დარჩენილი სუვილი, რომ ყველაფერი დაიწყოს სუფთა ფურცლიდან, არავინ უნდა დაისაჯოს და ჩვენ ლაღად მოვახერხოთ კოჰაბიტაცია, რასაც ვერ ვახერხებთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერმა "ევროპის სახალხო პარტიისთვის" გაგზავნილ ღია წერილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მომზადება ჯერ კიდევ 4 თვის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი.

"დიდი დრო დამჭირდა, რომ ასეთი წერილი დამეწერა. მახსოვს, როცა ბრიუსელში პირველ ვიზიტს ვგეგმავდი და რამდენიმე ელჩთან გავდიოდი კონსულტაციებს და ვთქვი, რომ ასეთ წერილს განვიხილავდი. გამაფრთხილეს, რომ განიცდი სრულ ფიასკოს, თუ ასეთ თემებზე ისაუბრებ, რამდენაც ამისთვის ევროპა არ არის მზადო. გავიდა 4 თვე. ამ პერიოდში ჩვენ ევროპასა და ამერიკასთან ბევრი ვიმუშავეთ", - დასძინა პრემიერმა.