ვლადიმერ სანაკოევს მერაბიშვილთან და ზაქარეიშვილთან სურს შეხვედრა

ვლადიმერ სანაკოევს მერაბიშვილთან და ზაქარეიშვილთან სურს შეხვედრა

"კოკოითი ფანდარასტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში დაბრუნდა და მას ვანო მერაბიშვილთან და პაატა ზაქარეიშვილთან შეხვედრა სურს. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ სანაკოევმა განაცხადა, მას საქართველოში აქვს მოსაგვარებელი ორი პირადი საქმე. ასევე, მისი სურვილია, შეხვდეს ვანო მერაბიშვილს, ასევე ღია ეთერში ესაუბროს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს.

სანაკოევი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებაზე ნაწყენია და ამ შიდა საკითხზე სურს ვანო მერაბიშვილთან საუბარი. რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილს, სანაკოევს მასთან კონფლიქტების მოგვარებაზე სურს საუბარი. სანაკოევი აცხადებს, რომ მისი პოტენციალი სათანადად არ იყო გამოყენებული. ამასთან, მისი თქმით, როგორც ვანო მერაბიშვილს, ისე პაატა ზაქარეიშვილს მიმართა შეხვედრის თხოვნით, თუმცა ამ დრომდე პასუხი არც ერთისგან არ მიუღია.

როგორც ის ამბობს, საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და თუ შეხვედრაზე თანხმობას ვერ მიიღებს, ორ-სამ დღეში ისევ ვლადიკავკაზში დაბრუნდება.

"არასდროს არავის აგენტი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. თუ ვინმე ჩემზე იტყვის რომ მე ვარ აგენტი, ჩათვალეთ, მისი დიაგნოზია, რომ ის არის დებილი", - განცხადა სანაკოევმა.

მისი თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო მოდულის შენობაში დაბარებული გასაუბრებაზე. სანაკოევი აცხადებს, რომ მას ძალიან ცივილურ გარემოში გაესაუბრნენ, დაუსვეს კითხვები და არავითარი პრობლემა არ არსებობს.

"კოკოითი ფანდარასტის" ერთ-ერთმა დამფუნებელმა საქართველო 2010 წელს დატოვა.