ბიძინა ივანიშვილ:  იშესაძლოა, მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად შემცირდეს

ბიძინა ივანიშვილ: იშესაძლოა, მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად შემცირდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შესაძლოა, სააფთიაქო ქსელის ბიზნესში ახალი კომპანია შემოვიდეს და ძირითადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები მკვეთრად შემცირდეს. 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ექსპო ჯორჯიაში" რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება მკვეთრად მოხერხდეს წამლების ფასების დაწევა ახალი მოთამაშის შემოყვანის საშუალებით, ისე, რომ არ დაზარალდეს პირველი ორი ძირითადი მოთამაშის სააფთიაქო ქსელის ბიზნესი, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს.

პრემიერის თქმით, მას უკვე მოლაპარაკება ჰქონდა ცნობილ ბიზნესმენთან, ძველ ნაცნობთან და შესაძლებელია, რომ ყველაზე ფართო მოხმარების წამლებზე ფასების მკვეთრად დაწევა მოხერხდეს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეს კიდევ უფრო გაუიოლებს მოსახლეობას, მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას.