ფილიპ დიმიტროვი აგრარული უნივერსიტეტთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

ფილიპ დიმიტროვი აგრარული უნივერსიტეტთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, აგრარული უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. 

როგორც ფილიპ დიმიტროვმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, მინისტრთან შეხვედრის დროს მარგველაშვილმა განუმარტა, რომ აგრარულ უნივერსიტეტში არის ტექნიკური პრობლემა, რომელიც შეიძლება მარტივად გადაიჭრას უახლოეს პერიოდში.

"ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოში მეექვსე ადგილზეა და როდესაც პრობლემა ჩნდება, მესმის ამხელა ინტერესი. ეს ინტერესი კიდევ უფრო ძლიერია იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი ძლიერი პოლარიზაციაა", – აცხადებს დიმიტროვი.

მისივე განცხადებით, არ აპირებს, ჩაერიოს საქართველოს უნივერსიტეტების ადმინისტრირების ყველა დეტალში.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისეთ ქვეყანაში, რომელიც მიემართება ევროპისკენ უნივერსიტეტებში, იყოს რაც შეიძლება მეტი აკადემიური დამოუკიდებლობა და შენარჩუნებული იყოს ზომიერების დონე კონკურენციის საქმეში", – აცხადებს ფილიპ დიმიტროვი.