აგრარული უნივერსიტეტი არავის დაუხურავს და მას ავტორიზაციის ნაწილში არც ერთი უფლება არ შეჩერებია, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აგრარულ უნივერსიტეტს ივნისის ბოლომდე არც ერთი უფლება არ შეუჩერდება.
"აგრარული უნივერსიტეტი არავის დაუხურავს და მათ ოთხი თვის უფლება ავტორიზაციის ნაწილში არ შეჩერებია", - აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სტუდენტები ექსპერტებთან ერთად შინაგანაწესში უზუსტობებს შეცვლიან და სტუდენტების პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე, სამინისტრო მათ ყველანაირად დაეხმარება.
მინისტრმა სტუდენტებს გარანტია მისცა იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურ დროში მოხდეს პრობლემების აღმოფხვრა და უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის გადაწყვეტა.
ბრიფინგამდე გიორგი მარგველაშვილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. პარალელურად, განათლების სამინისტროსთან სტუდენტთა აქცია მიმდინარეობდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.