განათლების სამინისტროსთან სტუდენტთა საპროტესტო აქცია დასრულდა. სამინისტროსთან აგრარული უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენას ითხოვდნენ. ისინი ავტორიზაციის საბჭოს უკანონო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ სტუდენტთა უფლებები ილახებოდა. სტუდენტებთან ერთად აქციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სტუდენტებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ როდის განაახლებენ აქციას. თუმცა მათი თქმით, თუ განათლების სამინისტრო არ დააკმაყოფილებს აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნას, საპროტესტო აქციები პერმანენტულად გაიმართება. ამასთან, რამდენიმე სტუდენტმა აქციის დასრულება გააპროტესტა.
პარალელურად, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა მათ გარანტია მისცა, რომ ხარვეზების გამოსწორების შეთხვევაში, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია დაჩქარებულად აღდგება.