მაია ფანჯიკიძე:  ბიძინა ივანიშვილის წერილი ევროპარლამენტარებისადმი შესაძლოა, ამ კვირაში გამოქვეყნდეს

მაია ფანჯიკიძე: ბიძინა ივანიშვილის წერილი ევროპარლამენტარებისადმი შესაძლოა, ამ კვირაში გამოქვეყნდეს

საქართველოს საგარეო მინისტრი, მაია ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც ევროპარლამენტარებისადმი არის მიმართული , ამ კვირაში გამოქვეყნდება. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, ჯერ ეს წერილი არ გამოქვეყნებულა და მას მიაჩნია, რომ მსჯელობა ამაზე ნაადრევია.
"მაგრამ მე ვიცი ამ წერილის შესახებ, ვიცი მისი შინაარსი და როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯერ არ არის გარკვეული თუ სად დაიბეჭდება, იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში გამოქვეყნდება ეს წერილი და მერე შეგვეძლება ვიმსჯელოთ მის შინაარსზე", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მაია ფანჯიკიძე ფიქრობს, რომ ეს წერილი არანაირ პრობლემას არ შეუქმნის საქართველოს ევროპასთან.

"არა მგონია ამ წერილმა რაიმე პრობლემა შექმნას, ჩვენ გავქვს ძალიან კონსტრუქციული დიალოგი ევროპასთან, საერთოდ ყველა პარტნიორთან და ეს წერილიც მე მიმაჩნია, რომ ამ კონსტრუქციული დიალოგის შემადგენელი ნაწილი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.