განათლების სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე სტუდენტებმა სახელმძღვანელო დაწვეს, რომლის ავტორიც ლერი ნოზაძეა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აქციის მონაწილეებმა
განაცხადეს, ლერი ნოზაძე აგრარული უნივერისტეტიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამჟამად უმაღლეს სასწავლებელში აღდგენას ითხოვს. ამას სტუდენტები ეწინააღმდეგებიან, რადგან მათი თქმით, ლერი ნოზაძე ნიშანს არ უწერდა სტუდენტს, თუ მის სახელმძღვანელოს არ შეიძენდნენ.
საპროტესტო აქციაში აგრარული უნივერსიტეტის, სხვა უმაღლესი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობენ. ისინი აგრარულ უნივერისტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენას ითხოვენ.
განათლების სამინისტროსთან სამართალდაცველები არიან მობილიზებულნი. უზნაძის ქუჩა ამ დროისთვის გადაკეტილია.