ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველი პატიმრების სრულ სიას ოსური არასამთავრობო ორგანიზაცეები მოგვაწვდიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.
ნანუაშვილის თქმით, ინიციატივას ქართველი და ოსი პატიმრების გაცვლის შესახებ ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოზიტიური სიგნალი მოყვა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში 12 ქართველი იმყოფება.
"ჩვენი ინიციატივის გამოცხადების შემდეგ, მივიღეთ ძალიან ბევრი პოზიტიური სიგნალი ოსური ორგანიზაციებისგან, ისინი მიესალმებიან ამ პროცესს. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმისთვის რომ გვქონდეს სრული სია იმ ადამიანებისა, ვინც დღეს იმყოფება ცხინვალის ციხეში. ოსური არასამთავრობო ორაგანიზაციები გვეხმარებიან ამ პროცესში. ისინი უახლოეს დღეებში მოგვაწვდიან პატიმრების განახლებულ სიას. ყოველთვის, როდესაც მთავრდება საომარი მოქმედებები, ხდება ტყვეების და პატიმრების გაცვლა. ეს პროცესი უნდა მოხდეს საქართველოში და ეს ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას ქართველ და ოს ხალხს შორის", - განაცხადა ნანუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უნდა დაიწყოს მიცვალებულთა გაცვლა და გამოძიება ადამიანებს გაუჩინარების ფაქტებზეც. ნანუაშვილის თქმით, ოსური მხარე ითხოვს რამდენიმე ეთნიკურად ოსის გადასვენებას ცხინვალის რეგიონში.
ომბუდსმენის ინფორმაციით, მსგავსი პროცესი აფხაზეთი მიმართულებით დაწყებული არ არის.
სახალხო დამცველმა ს პატიმარ მარეკ დუდაევთან შეხვედრაც გაიხსენა. მისი თქმით, მარეკ დუდაევმა განაცხადა რომ მოწადინებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართველი და ოსი ხალხის შერიგებაში და საქართველოში დარჩენის სურვილიც გამოთქვა.