სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაია ხასია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელად გადაიყვანეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი კორძაიამ განუცხადა.
მისი თქმით, ჯერ არ არის ცნობილი, ვინ დაინიშნება სად-ის ხელმძღვანელად.
რაც შეეხება მაია ხასიას სხვა თანამდებობაზე გადაყვანის მიზეზებს, კორძაიას განცხადებით, ხასიას გააჩნია მაღალი კვალიფიკაცია, როგორც ტრენერობის, ასევე არასამთავრობო სექტორში მუშაობის, შესაბამისად, მისი თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს მასზე უკეთ ვერავინ უხელმძღვანელებდა.